გერმანია, Brexit-ის შემდეგ, ბიზნესის გასაგრძელებლად ყველაზე მიმზიდველ ქვეყნად დასახელდა

529
დიდ ბრიტანეთში წარმოდგენილი კომპანიების ხელმძღვანელებმა გერმანია ყველაზე მიმზიდველ ქვეყნად დაასახელეს, სადაც ისინი Brexit-ის შემდეგ საკუთარ ბიზნესს ნაწილობრივ თუ მთლიანად შეიყვანენ. შესაბამისს მონაცემებს საკონსულტაციო კომპანია EY ავრცელებს.
 
როგორც ანგარიშშია მოცემული, გამოკითხულ ხელმძღვანელთა 14% მიიჩნევს, რომ Brexit-ის შემდეგ ისინი იძულებულნი იქნებიან, ნაწილობრივ ან მთლიანად თავიანთი ბიზნესი გაიყვანონ დიდ ბრიტანეთიდან.
 
გერმანიის შემდეგ მეორე ადგილს ნიდერლანდები იკავებს, ხოლო მას მოსდევს საფრანგეთი და ირლანდია.
 
გამოკითხვის თანახმად, რესპოდენტები ბიზნესის წარმოებისთვის ხელისშემშლელ მთავარ ფაქტორად ევროპაში არსებულ პოლიტიკურ არასტაბილურობას, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლასა (Brexit) და მის შედეგებს ასახელებენ.
 
გამოკითხვა 2016 წელს, უცხოური კაპიტალის მქონე კომპანიების 254 ხელმძღვანელს შორის ჩატარდა, რომლებიც დიდ ბრიტანეთშია წარმოდგენილი.
Comments
Loading...