გერმანიაში Johnson & Johnson-ის ვაქცინით აცრა ყველა მოზრდილს შეეძლება

5

გერმანიაში Johnson & Johnson-ის ვაქცინა ყველა მოზრდილისთვის ხელმისაწვდომია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა იენს სპენმა განაცხადა და დასძინა, რომ მოქალაქეებს COVID 19-ის საწინააღმდეგო პრეპარატის დოზების მიღება ექიმის რჩებით შეეძლებათ.

ევროპის წამლის მარეგულირებელმა ორგანომ აპრილში აშშ-ში Johnson & Johnson-ის მიერ წარმოებული ვაქცინის მოზრდილ მოქალაქეებში გამოყენებას მხარი დაუჭირა, ამის მიზეზი კი ჩატარებული გამოკვლევა და მიღებული ოპტიმისტური შედეგებია, რომლის მიხედვით ვაქცინით აცრილ ზრდასრულებში სისხლის შედედების დარღვევის იშვიათი შემთხვევები არ გამოვლენილა.

თუმცა ამ დრომდე ევროკავშირის წევრი ქვეყნები Johnson & Johnson-ის წარმოებული ვაქცინის გამოყენებას არ ჩქარობდნენ.

გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს ეს ნაბიჯი ერთჯერადი ვაქცინის შეთავაზების შესახებ გასულ კვირას AstraZeneca-ს წარმოებული ვაქცინის შეზღუდვების მოხსნას მოჰყვა. უფრო მეტიც – გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მაისის ბოლოს 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები Johnson & Johnson-ის პრეპარატით აცრას უკვე მოახერხებენ.

ამასთან, გერმანიაში მეორე კვარტალის ბოლოს Johnson & Johnson-ის მინიმუმ 10 მილიონ დოზას ელიან.

Comments
Loading...