გერმანიაში ბანკების ძარცვები 95%-ით შემცირდა

7

გერმანიაში ბანკებზე, შემნახველ ბანკებსა და ფოსტაზე თავდასხმების რაოდენობა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში 95 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს.

ქვეყნის კრიმინალურ საქმეთა ფედერალური სამსახურის (BKA) მონაცემების თანახმად, გასულ წელს ფინანსურ ინსტიტუტებსა და ფოსტაზე მხოლოდ 80 თავდასხმა განხორციელდა, მაშინ, როდესაც ასეთი თავდასხმების რიცხვი 1993 წელს 1 623-ს შეადგენდა.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ თუ 90-იანი წლების შუა პერიოდში გერმანიაში თითქმის 70 ათასი ბანკის ფილიალი იყო, 2020 წლის ბოლოსთვის მათი რიცხვი  დაახლოებით 24 ათასს შეადგენდა.  გარდა ამისა, ბანკებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს უსაფრთხოების ზომები.

2020 წელს პოლიციამ ბანკების ძარცვის საქმეების 80 პროცენტი გახსნა, ხოლო 2019 წელს – 90 პროცენტზე მეტი.

Comments
Loading...