გერმანიამ საზღვარზე გადასვლა უფრო მეტად გაამკაცრა

5

კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელების გამო, გერმანიის ხელისუფლებამ ჩეხეთთან და ავსტრიის გარკვეულ ნაწილებთან საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით დამატებით შეზღუდვები დააწესა.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩეხეთი და ავსტრიის ფედერალური სახელმწიფო ტიროლი შეიყვანეს კორონავირუსის მუტაციების გავრცელების ზონებში.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზიჰოფერმა კვირას, 14 თებერვალს შუაღამიდან გადაწყვიტა დროებითი კონტროლის დაწესება ჩეხეთის საზღვარზე. ავსტრიასთან საზღვარზე შერჩევითი კონტროლი ხორციელდება ლტოლვილთა კრიზისის შემდეგ, 2015 წელს და შესაბამისი გადაწყვეტილება რამდენჯერმე გახანგრძლივდა.

როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, ქვეყნის მთავრობა ახლა კოორდინაციას უწევს ყველა მონაწილე მხარეს შესვლაზე.

ჰორსტ ზიჰოფერმა აღნიშნა, რომ ბავარიის და საქსონიის შტატებმა ფედერალურ მთავრობას მიმართეს ჩეხეთისა და ტიროლის სასაზღვრო რეგიონების კორონავირუსის მუტაციების გავრცელების ზონებში შეყვანის, აგრეთვე სასაზღვრო კონტროლის შემოღების თხოვნით.

ამ ჩამონათვალში აქამდე არც ერთი მეზობელი ქვეყანა არ ყოფილა. გერმანიაში მხოლოდ გერმანელებსა და უცხოეთში მცხოვრებ გერმანელებს აქვთ შესვლის უფლება. გამონაკლისი ასევე გაკეთდა სამედიცინო პერსონალის, ტრანზიტული მგზავრებისა და საქონლის მიწოდების პროცესში ჩართული მუშაკებისთვის.

Comments
Loading...