გახარია: თურქმენეთთან ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საკითხებს განვიხილავთ

357

სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების, რეგიონული სატრანსპორტო პროექტებისა და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ თურქმენეთში, სადაც  საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი გახარია იმყოფება.

მისი განცხადებით, თურქმენულ მხარესთან სამუშაო რეჟიმში განიხილება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა პერსპექტიული მიმართულებები.

"ჩვენ კიდევ ერთხელ  სამუშაო რეჟიმში განვიხილავთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის ისეთ მნიშვნელოვან და პერსპექტიულ საკითხებს,   როგორიც არის ვაჭრობა, ტრანსპორტი და  ლოგისტიკა, ასევე   არის რამდენიმე ძალზედ მნიშვნელოვანი თემა,  მათ შორის ქართველი მწარმოებლების  შესვლა თურქმენულ ბაზარზე. ამ ვიზიტის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერება  მთავრობათაშორის შეთანხმებას სახმელეთო ტრასპორტის  მიმართულებით, რადგან ორ ქვეყანას შორის მოთხოვნა სატრანზიტო გადაზიდვებზე იზრდება", – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Comments
Loading...