“გაფანტული სკლეროზის მართვის თანამედროვე პრინციპები” – თბილისი სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს

276

16 თებერვალს, 17:00 საათზე, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება  სამეცნიერო კონფერენცია თემაზე:  "გაფანტული სკლეროზის მართვის თანამედროვე პრინციპები". კონფერენცია  ფარმაცევტული კომპანია როშ ჯორჯიას ეგიდით ეწყობა და  საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი, ინოვაციური პრეპარატის ოკრევუსის (ოკრელიზუმაბი) შემოსვლას უკავშირდება.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად შვეიცარიიდან მოწვეულია საპატიო მომხსენებელი –  – მედიცინის დოქტორი, კლინიკური ნეიროიმუნოლოგიის და ნეიროპათოლოგიის კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი, ბაზელის საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლუდვიგ კაპოში. კონფერენციას ასევე დაესწრებიან საქართველოს  სამედიცინო სფეროსა და მედიის წარმომადგენლები.

ოკრევუსი წარმოადგენს ახალ სიტყვას გაფანტული სკლეროზის მკურნალობაში. იგი მსოფლიოში პირველი და ერთადერთი ნებადართული თერაპიაა, რომელიც გამოიყენება როგორც მორეციდივე, ისე პრიველადად პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ.

"ოკრევუსის რეგისტრაცია საქართველოში მნიშვნელოვანი მოვლენაა გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტებისთვის", – განმარტავს როშ ჯორჯიას სამედიცინო დირექტორი ნინო განუგრავა. მისივე თქმით, პაციენტებს მორეციდივე გაფანტული სკლეროზით, მიუხედავად  არსებული თერაპიით მკურნალობისა,  ხშირად აღენიშნებათ დაავადების მაღალი აქტივობა და საჭიროებენ მკურნალობის მოდიფიკაციას.

"მათთვის ოკრევუსი მკურნალობის ახალი არჩევანია. ხოლო პაციენტებს პირველადად პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზით, რომელთაც აღენიშნებათ დაავადების და უნარშეზღუდულობის უფრო სწრაფი პროგრესირება, პირველად მიეცემათ  საშუალება ჩაიტარონ მკურნალობა მაღალეფექტური პრეპარატით.  ოკრევუსი არის შთამბეჭდავი  სიახლე  გაფანტული სკლეროზის მკურნალობის  ორივე ფორმის  დროს. აღნიშნულმა თერაპიამ შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს პაციენტებისა და მათი ოჯახების ცხოვრება".

სამეცნიერო კონფერენციის მიზანია ოკრევუსის აქტიური ინტეგრაცია გაფანტული სკლეროზის  მკურნალობის რეკომენდაციებში, რაც მსოფლიო მედიცინის თანამედროვე მიღწევებს ხელმისაწვდომს გახდის ქართველი პაციენტებისათვისაც.

ცნობები გაფანტული სკლეროზის შესახებ

გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოვებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით.   პირველი სიმპტომები უპირატესად  20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში. არსებობს დაავადების რამოდენიმე ფორმა: 

• რეციდიულ-რემისიული ფორმა –  ყველაზე ხშირია (80-85%).  დაავადება პერიოდულად მწვავდება (რეციდივი), ტვინის სხვადასხვა უბანში ჩნდება ანთებითი კერა, შემდეგ კი ანთება ცხრება და დაავადება რემისიის (დაავადებისგან თავისუფალი პერიოდი) ფაზაში გადადის. რემისია რამოდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე შეიძლება გაგრძელდეს.

• მეორადად პროგრესირებადი ფორმა – ნებისმიერი რეციდიულ-რემისიული ფორმა გარკვეული ხნის შემდეგ მეორადად პროგრესირებად ფორმაში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადება მუდმივად პროგრესირებს. პაციენტი მძიმდება და ხდება უნარშეზღუდული.

• პირველადად პროგრესირებადი ფორმა – პაციენტთა 15%-ში გვხვდება,  დაავადება თავიდანვე პროგრესირებს, რემისიები არ ახასიათებს და პაციენტი მალევე უნარშეზღუდული ხდება.

მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა –  ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის რეციდიული ფორმის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არსებული თერაპიული საშუალებები ხშირად  არასაკმარისად ეფექტურია დაავადების აქტივობის და  პროგრესირების შემცირების თვალსაზრისით.

ოკრევუსის (ოკრელიზუმაბი) შესახებ

ოკრევუსი მსოფლიოში პირველი და ერთადერთი ნებადართული თერაპიაა, რომელიც გამოიყენება როგორც მორეციდივე, ისე პირიველადად პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ.   ოკრევუსის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურდა ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევებით (OPERA I, OPERA 2, ORATORIO). ოკრევუსი მნიშვნელოვნად თრგუნავს დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირების რისკს, რაც გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითად მიზანს წარმოადგენს.

Comments
Loading...