გასულ წელს ქალებმა დაკარგეს 800 მილიარდი დოლარის შემოსავალი, რაც უფრო მეტია ვიდრე 98 ქვეყნის მშპ

6

კორონავირუსის პანდემია ქალებისთვის დამანგრეველი შედეგების მომტანი აღმოჩნდა.

მილიონობით ქალი მთელი მსოფლიოს მასშტაბით არაპროპორციულად დაზარალდა სამსახურის დაკარგვის შედეგად.

Oxfam International-ის ახალი ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ქალებმა დაკარგეს მინიმუმ 800 მილიარდი დოლარის შემოსავალი. ეს უფრო მეტია, ვიდრე 98 ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, უფრ მეტი, ვიდრე Amazon-ის 700 მილიარდი დოლარის მოცულობის კაპიტალიზაცია, რომელსაც Amazon-მა გასულ წელს მიაღწია და აგრეთვე უფრო მეტი, ვიდრე 721,5 მილიარდი დოლარი, რაც აშშ-ს მთავრობამ 2020 წელს დახარჯა მსოფლიოს უდიდეს თავდაცვის ბიუჯეტზე.

“კოვიდ-19 პანდემიის ეკონომიკური გავლენა უფრო მძიმეა ქალებზე, რომლებიც არაპროპორციულად არიან წარმოდგენილი სექტორებში, რომლებსაც სთავაზობენ დაბალ ხელფასს, მცირე სარგებელს და ნაკლებად უსაფრთხო სამუშაოებს”, – თქვა გაბრიელა ბუჩერმა, Oxfam International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. “ამ შეცდომის გამოსწორების ნაცვლად, მთავრობებმა ქალთა სამუშაოები არასაჭიროდ მიიჩნიეს, რის შედეგადაც, მათ, ვინც ფორმალურ სექტორში მუშაობდა, 800 მილიარდი დოლარი დაკარგა.”

“კოვიდ-19-მა სერიოზული დარტყმა მიაყენა ქალთა ბოლოდროინდელ მიღწევებს შრომის ბაზარზე”, – თქვა ბუჩერმა.

გლობალურად, ქალებმა გასულ წელს 64 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი დაკარგეს. OxFam-ის თანახმად, ეს არის ქალების მიერ ჩატარებული სამუშაოების 5%.

ეკონომიკური პასუხი ამ დანაკარგებზე კიდევ უფრო დამღუპველი იყო.

“2020 წლამდე ჩვენ უთანასწორობის კრიზისი გვქონდა და ახლა ის მკვეთრად გაიზარდა. ეს შედეგია გენდერული რეაგირების პოლიტიკის შემუშავებისადმი ყურადღების ნაკლებობისა”,- თქვა მარა ბოლისმა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების დირექტორის მოადგილემ.

პანდემიის დრამატულ გავლენას ქალებზე შეიძლება ჰქონდეს გრძელვადიანი შედეგები.

პანდემიამდეც კი, ქალები განიცდიდნენ უზარმაზარ უთანასწორობას ხელფასსა და მუშაობაში. კორონავირუსის შეტევამ მხოლოდ გაამწვავა გენდერული უთანასწორობა და შეიძლება კიდევ უფრო გაამწვაოს გენდერული ანაზღაურება.

ბაიდენის ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ 39 მილიარდი დოლარი გამოყო შტატებისთვის, რათა დაეხმაროს ბავშვთა პატრონებს ბიზნესის შენარჩუნებაში. ამას მოჰყვა შემოთავაზებული 1,8 ტრილიონი აშშ დოლარის გეგმა, რომელიც ცნობილია, როგორც ამერიკული ოჯახების გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას კორონავირუსის პანდემიიდან.

“სამართლიანი და მდგრადი ეკონომიკური აღდგენა არის ის, რაც ხელს უწყობს ქალების დასაქმებასა და სამუშაოებს ძლიერი სოციალური უსაფრთხოების ქსელებისა და ინფრასტრუქტურის მეშვეობით”, – თქვა ბუჩერმა. “Covid-19-ისგან აღდგენა შეუძლებელია ქალების აღდგენის გარეშე”.

Comments
Loading...