განვადება “ერთგული” ბარათით – ახალი შესაძლებლობა თიბისი ბანკისგან

385
თიბისი ბანკმა ახალი საკრედიტო ბარათი – "ერთგული" შექმნა, რომელიც პირველად საქართველოში, მომხმარებელს განვადების საშუალებას აძლევს. 
"ერთგულით" განვადება შესაძლებელია წინასწარ დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში ტერმინალით გადახდისას, ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში, ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.
 
კერძოდ, თუ დღემდე მომხმარებელი განვადებას იყენებდა მხოლოდ ცალკეულ სავაჭრო ობიექტებში, სადაც ბანკის წარმომადგენელი აფორმებდა საჭირო დოკუმენტაციას, ხოლო მომხმარებელი ადგილზე ელოდა ბანკისგან დასტურის მიღებას განვადებაზე, ახლა უკვე ეს ბარიერი მოხსნილია. განვადება „ერთგული“ ბარათით შესაძლებელია ყველგან, სადაც შეგიძლიათ თიბისი ბანკის ტერმინალით გადახდა, ამასთან ყოველგვარი პროცედურების და ლოდინის გარეშე.
 
გარდა ამისა, მომხმარებელს ტრანზაქციების განხორციელებისას  ბარათზე ერთგული ქულები დაერიცხება, რომელთა განაღდება შესაძლებელი იქნება "ერთგულის" პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში.
 
"ერთგულის" მსგავსი ფუნქციის ბარათი დღეს ბაზარზე არ არსებობს. მას რამდენიმე დატვირთვა აქვს: ერთი მხრივ, ეს ნიშნავს განვადების ხელმისაწვდომობას ყველგან და ყველანაირი პროდუქტის შეძენისას, მათ შორის საყოფაცხოვრებო, საკვები თუ სხვა პროდუქტების შეძენისას და მეორე მხრივ, დამატებით სარგებელს ქულების სახით, რომელთა მატერიალიზება და განაღდება ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ „ერთგულის პარტნიორ“ ობიექტებში.
 
"ერთგული" ბარათის აღება თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში ან ონლაინ შეკვეთით შეიძლება ვებგვერდზე: www.ertguli.ge ამ გვერდზე ხელმისაწვდომია ყველა საჭირო ინფორმაცია ბარათის მოხმარების წესებთან და პირობებთან დაკავშირებით. 
Comments
Loading...