გალტ & თაგარტი Global Finance-მა საქართველოში კიდევ ერთხელ საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარა

210

გალტ & თაგარტი, Global Finance-ის მიერ საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა საქართველოში. Global Finance-ის ჯილდო "საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2018 წელს" გალტ & თაგარტს ზედიზედ მეოთხე წელია გადაეცემა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გალტ & თაგარტი ავრცელებს.

"გალტ & თაგარტი სთავაზობს მის კლიენტებს საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტრანზაქციებზე. აღნიშნული ჯილდო არის კომპანიის მიღწევების დასტური და კიდევ ერთხელ აღნიშნავს „გალტ & თაგარტ“-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში", – განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

ჟურნალმა Global Finance, მე-18-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით. Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, სერვისი, რჩევები, ფასები, ინოვაცია, რეპუტაცია და სხვა.

Comments
Loading...