“გაზპრომ ნეფტმა” ნავთობის მოპოვების მეორე საბადო გახსნა, რომლის რეზერვი 137 მილიონი ტონა ნავთობია

55

კომპანიამ “გაზპრომ ნეფტი-სახალინი”, რომელიც “გაზპრომ ნეფტის” შვილობილი კომპანიაა, ოხოტის ზღვის შელფზე ნავთობის საბადოს გათხრითი და გამოსაცდელი სამუშაოები დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

ახალი ადგილმდებარეობის რეზერვი 137 მილიონი ტონა ნავთობით არის შეფასებული. საბადოს “ტრიტონი” დაერქმევა. იგი სახალინის სანაპირო ზოლისგან 55 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

გათხრითი სამუშაოების დაწყებამდე ჩატარდა სეისმური კვლევები, რომლის დროსაც გამოყენებული იქნა 3D ტექნოლოგია. ადგილზე ზღვის სიღრმე 90 მეტრს აღწევს.

2017 წელს, ოხოტის ზღვაზე კომპანიამ “გაზპრომ ნეფტი” ნავთობის მოპოვების პირველი საბადო “ნეპტუნი” გახსნა, რომლის რეზერვიც 415 მილიონი ტონა ნავთობით არის შეფასებული. იგი სახალინიდან 55 კილომეტრის მოშორებით, 60-70 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.

Comments
Loading...