“გაზპრომმა” რეკორდული $41.8-მილიარდიანი მოგება მიიღო

2

“გაზპრომმა” წლის პირველ ნახევარში 41,8 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება მიიღო და საბჭომ შუალედური დივიდენდის რეკომენდაცია მისცა მას შემდეგ, რაც 1998 წლის შემდეგ პირველად გამოტოვა წლიური გადახდა.

რუსული გაზის გიგანტის “გაზპრომის” აქციები მოსკოვში ადრეულ ვაჭრობაში 30%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ წლის პირველ ნახევარში რეკორდული მოგება ნახა და 20 მილიარდი დოლარის შუალედური დივიდენდი გამოაცხადა.

საბჭოს გადაწყვეტილება ექვემდებარება აქციონერთა დამტკიცებას. მათი რიგგარეშე საერთო კრება 30 სექტემბერს არის ჩანიშნული.

სამშაბათს ბაზრის დახურვის შემდეგ, “გაზპრომმა” გამოაცხადა, რომ მისმა დირექტორთა საბჭომ რეკომენდაცია მისცა 2022 წლის პირველი ნახევრის დივიდენდებში 51,03 რუბლის (0,8505 დოლარის) გადახდას თითო ჩვეულებრივ აქციაზე.

“გაზპრომის მენეჯმენტის გადაწყვეტილებამ, გადაეხადა პირველი შუალედური დივიდენდი, ჩვენ და ბაზარი გაოცებული დაგვტოვა. ჩვენი აზრით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური მოვლენა აქციონერებისთვის კომპანიის ისტორიაში”, – ნათქვამია BCS Global Markets-ის განცხადებაში.

“გაზპრომის” დივიდენდები ბაზრისთვის სენსიტიური საკითხია, რომელიც იმედგაცრუებული იყო კომპანიის მთავარი აქციონერის, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, არ გადაეხადა დივიდენდები გასული წლისთვის. მაშინ “გაზპრომის” აქციები მხოლოდ ერთ დღეში თითქმის 30%-ით დაეცა.

დღეს დილით “გაზპრომის” აქციები გაიზარდა 24,8%-ით და 254,70 რუბლს შეადგენს.

დივიდენდები არის კომპანიის მოგების ნაწილი, რომელიც ნაწილდება აქციონერებს შორის.

Comments
Loading...