“გაზპრომმა”, ერთი წელიწადში, “ჩრდილოეთ დინება-2”-ში ჩადებული ინვესტიცია 22 მლრდ რუბლით შეამცირა

40

კომპანია “გაზპრომმა” გამოაქვეყნა 2018 წლის საინვესტიციო პროგრამა, რომელიც კორპორაციის დირექტორთა საბჭომ 26 ოქტომბერს დაამტკიცა.

აღნიშნულ პროგრამაში, წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, გაზსადენ “ჩრდილოეთ დინება-2”-ში ჩადებული ინვესტიციები 22 მილიარდი რუბლით არის შემცირებული.

2018 წლის საინვესტიციო პროგრამა 20 დეკემბერს იქნა მიღებული. ინვესტიციების საერთო მოცულობა 1,278 ტრილიონ რუბლს შეადგენს.

პროგრამის თანახმად, პროექტ “ჩრდილოეთ დინება-2”-ისთვის 114,5 მილიარდი რუბლი იყო გათვალისწინებული.

საინვესტიციო პროგრამის ახალ ვარიანტში კი, რომელიც 20 ნოემბერს გამოქვეყნდა, პროგრამისთვის “ჩრდილოეთ დინება-2”, 2018 წელს 92,1 მილიარდი რუბლი გამოიყო.

26 ოქტომბერს გამოქვეყნებულ პრესრელიზში, კომპანიის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ აღნიშნული იყო, რომ ინვესტიციების ჯამური მოცულობა 1,96 ტრილიონი რუბლი იქნებოდა, რაც 2017 წლის დეკემბრის პროგრამის მიხედვით გათვლილ ანალოგიურ მაჩვენებელს 217 მილიარდი რუბლით აღემატება.

14 ნოემბერს კომპანია “გაზპრომის” დირექტორმა ალექსეი მილერმა, ევროკავშირში აშშ-ის ელჩის გორდონ სონდლენდის გამოსვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გაზსადენ “ჩრდილოეთ დინება-2”-ის მშენებლობა აუცილებლად ბოლომდე იქნება მიყვანილი. სონდლენდმა კი გამოსვლისას განაცხადა, რომ ვაშინგტონს აქვს შემუშავებული ინსტრუმენტები, რომელთა წყალობითაც გაზსადენის მშენებლობის პროცესს გაყინავს.

აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა რიკ პერიმ აგრეთვე განაცხადა, რომ ვაშინგტონი განაგრძობს აღნიშნული პროექტის რეალიზაციისთვის ხელის შეშლას და რომ მზად არის, დახმარება შესთავაზოს უკრაინას. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრ პოროშენკომ კი, თავის მხრივ აღნიშნა, რომ აუცილებელია გაზსადენ “ჩრდილოეთ დინება-2”-ის მშენებლობისთვის ხელის შეშლა.

Comments
Loading...