“გაზპრომის” გენერალური დირექტორი რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტის პოსტზე წარადგინეს

256

“გაზპრომ ნეფტის” გენერალური დირექტორი და პეტერბურგის “ზენიტის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრ დიუკოვი, რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტის პოსტზე წარადგინეს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა პერმის რეგიონისა და თათრეთის ფეხბურთის ფედერაციის ფედერაციებმა.

დიუკოვი აღნიშნულ კანდიდატურაზე წარადგინეს, ვინაიდან იგი რუსეთის საფეხბურთო ფედერაციის წევრია.

რუსეთის საფეხბურთო ფედერაციის წინა ხელმძღვანელმა და ვიცეპრემიერმა ვიტალი მუტკომ, თანამდებობის დატოვების შესახებ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს განაცხადა. მის ნაცვლად კი, საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტობის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის ხელმძღვანელი სერგეი პრიადკინი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი კონფერენცია 2019 წლის 22 თებერვალს ჩატარდება.

Comments
Loading...