“გავრცელებული ინფორმაცია თელავში, GWS-ის საკუთრებაში მყოფ ვენახებს ცეცხლი უკიდია, სიმართლეს არ შეესაბამება”

281

გავრცელებული ინფორმაციით თელავში ხანძარია. ერთ-ერთი ვერსიით ხანძრის ძირითადი კერა ღვინის მწარმოებელი კომპანიის GWS-ის  ქარახნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

თვითმხილველის თქმით ცეცხლი ჯერ ბალახს მოედო, შემდეგ კი ვენახებზეც გადავიდა. ადგილზე მობილიზებულია სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, მაგრამ ხანძრის ჩაქრობას ქარი აფერხებს.

კომპანია GWS-ში  გავრცებულ ინფორმაციას, თითქოსდა კომპანიის კუთვნილ ვენახებს ცეცხლი უკიდია არ ადასტურებს და აბსურდულს უწოდებს.

"თელავში, GWS-ის ქარხნის მახლობლად ბალახზე გაჩენილი ცეცხლი ჩამქრალია. ქარხანამდე ცეცხლს არ მიუღწევია და არც შეხებია, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია GWS-ის საკუთრებაში მყოფ ვენახებს ცეცხლი უკიდია, სიმართლეს არ შეესაბამება, უფრო მეტიც,  კომპანიის ვენახები საწარმოდან გაცილებით შორს მდებარეობს", – განმარტავს კომპანია GWS-ის  ელჩი ქეთევან კენკიშვილი.

Comments
Loading...