გაერო-ს გენერალური მდივანი: მსოფლიოში ეკონომიკის აღდგენა უთანასწოროდ მიმდინარეობს

6

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა ხასიათდება მნიშვნელოვანი უთანასწორობით, მაშინ, როდესაც განვითარებული ქვეყნები ამ მიზნისთვის მშპ -ს დაახლოებით 28%-ს იყენებენ, ზოგი განვითარებადი ქვეყანა – 2%-ზე ნაკლებზეა.

ამის შესახებ გაეროს გენერალურმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ღონისძიების დროს განაცხადა.

”პროგნოზის თანახმად, ჩვენ გლობალური ეკონომიკური აღდგენის შუაგულში ვართ, მშპ-ს ზრდა 5%-დან დაახლოებით 6%-მდე მერყეობს. თუმცა, რიცხვები მალავს მნიშვნელოვან უთანასწორობას. ბევრი განვითარებადი ქვეყანა და რეგიონი ამ მაჩვენებელს ძალიან ჩამორჩება”, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

ანტონიო გუტერეშის განცხადებით, კრიზისულ ან კონფლიქტურ ქვეყნებს ყველაზე ნაკლები საბიუჯეტო სივრცე აქვთ მდგრადი და ინკლუზიური აღდგენისთვის საჭირო პოლიტიკის დასაფინანსებლად. ეს განსაკუთრებით ეხება განახლებად ენერგიას, სოციალურ დაცვას და ჯანდაცვას.

გარდა ამისა, გუტერეშმა აღნიშნა, რომ ბევრი ქვეყანა ასევე არის კლიმატის ცვლილების კრიზისის წინა “ფრონტზე”, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს რისკებს.

Comments
Loading...