გაერო: საერთაშორისო ტურიზმის სრულად აღდგენას 2-3 წელი დასჭირდება

4

საერთაშორისო ტურიზმი, შეზღუდვების შემსუბუქებისა და კორონავირუსის მასიური ვაქცინაციის წყალობით, 2021 წლის ივნისში და ივლისში შედარებით აღდგა, თუმცა ინდუსტრიის სრულად აღდგენას ორი-სამი წელი დასჭირდება. ამას მოწმობს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ახალი მონაცემები.

კერძოდ, 54 მილიონმა ტურისტმა გადაკვეთა საერთაშორისო საზღვრები 2021 წლის ივლისში, რაც ყველაზე მაღალია 2020 წლის აპრილიდან. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტების რიცხვი გაიზარდა 37%-ით. მაგრამ ეს ჯერ კიდევ 67%-ით ნაკლებია 2019 წლის მოანცემებზე.

ყველაზე სუსტი მაჩვენებელი ტურიზმის სექტორში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონშია. სანდაც, 2019 წელთან შედარებით ტურიზმი 95%-ით დაეცა. მას მოჰყვება ვროპა და აფრიკა ( -77%). შემდეგ კი – ამერიკა (-68%).

UNWTO–ს ექსპერტების პროგნოზების თანახმად, 2021 წლის სექტემბერ-დეკემბრის პერსპექტივა ორაზროვანია: გამოკითხულთა 53% თვლის, რომ ეს პერიოდი მოსალოდნელზე უარესი იქნება. ექსპერტების მხოლოდ 31% ელოდება უკეთეს შედეგებს წლის ბოლომდე.

Comments
Loading...