გაერო: მსოფლიოში სურსათის ფასები ივლისში შემცირდა

7

სურსათის მსოფლიო ფასები ზედიზედ ორი თვეა მცირდება. შესაბამის განცხადებას გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია აქვეყნებს.

გასული წლის განმავლობაში მსოფლიოში სურსათზე ფასები გაიზარდა და ბოლო 10 წლის მაქსიმუმს მიაღწია.

ამრიგად, სურსათის ფასების ზოგადი ინდექსი 2021 წლის ივლისში 123 პუნქტი იყო, 1.2%-ით ნაკლები ივნისთან შედარებით. ამავე დროს, იგი 31%–ით აღემატება 2020 წლის ივნისის დონეს.

მარცვლეულის ფასების ინდექსი ივლისში ივნისთან შედარებით 3%-ით დაეცა, სიმინდის ფასების 6%-იანი ვარდნის შედეგად. ასევე შემცირდა ქერისა ფასები, ხოლო ხორბლის ფასები გაიზარდა 1,8%-ით.

Comments
Loading...