გაერო ავღანეთს $600 მილიონით დაეხმარება

13

გაერო ავღანეთის დასახმარებლად 600 მილიონი დოლარის დახმარების მოზიდვას ცდილობს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ქვეყანა სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა.

ორგანიზაცია დღეს, ჟენევაში ჩაატარებს კონფერენციას, რომელზეც მის წევრ ქვეყნებს ავღანეთის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

კონფერენციას დაესწრებიან გაერო-ს მაღალი თანამდებობის პირები, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციები, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და სხვა.

”ავღანელებს სასწრაფოდ სჭირდებათ საკვები, წამალი, სამედიცინო მომსახურება, სუფთა წყალი”, – ნათქვამია გაერო-ს განცხადებაში.

რადიკალურმა მოძრაობამ “თალიბანი” ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

Comments
Loading...