გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი კრიზისული ცენტრის საქმიანობას გაეცნო

2

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ ოზურგეთში ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისა და ძალადობაგამოვლილი პირების კრიზისული ცენტრი მოინახულეს.

ოზურგეთის კრიზისული ცენტრი 2018 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბაზაზე ამოქმედდა.

კრიზისული ცენტრი ძალადობის მსხვერპლებსა და ძალადობაგამოვლილ პირებს ფსიქოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ დახმარებას, სარეაბილიტაციო, სამედიცინო, იურიდიულ და რეფერალურ მომსახურებებს სთავაზობს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი კრიზისული ცენტრის საქმიანობას გაეცნო. კაორი იშიკავამ მერი მაღლაფერიძესთან ერთად ცენტრის მდგრადობასთან დაკავშირებული გეგმები და შესაძლებლობებიც განიხილა.

Comments
Loading...