“გადასახადის გადამხდელთა კავშირსა” და ვანო ჩხარტიშვილს შორის სასამართლო დავა შეწყდა

353

"გადასახადის გადამხდელთა კავშირსა" (ყოფილი "საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია") და ვანო ჩხარტიშვილს შორის მიმდინარე სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვანო ჩხარტიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

დავის საგანი იყო თბილისში, გერგეთის ქუჩაზე მდებარე შენობა, რომელიც 2008 წელს ვანო ჩხარტიშვილის კომპანიაზე გასხვისდა. ქონების შემძენმა მაშინ აიღო ვალდებულება, რომ ფედერაციას გარკვეული თანხის ექვივალენტ ფართს ახალ შენობაში გადასცემდა, მაგრამ ფედერაციის საქმიანობის შეწყვეტის გამო არ არსებობდა სუბიექტი, რომლის მიმართაც ვანო ჩხარტიშვილის კომპანია თავის ვალდებულებას შეასრულებდა. 

გასული წლის თებერვალში ბიზნესმენთა ფედერაცია აღდგა და შეიქმნა პირობები არსებული ვალდებულების შესასრულებლად. მიუხედავად ვანო ჩხარტიშვილის მზადყოფნისა, ფედერაციის წინაშე აღებული ვალდებულებები უპირობოდ და ოპერატიულად შეესრულებინა, საქმე მაინც გახდა სასამართლო დავის საგანი. 

მისასალმებელია, რომ გაუგებრობას ბოლო მოეღო, დავა შეწყდა და ფედერაციის წინაშე არსებული ვალდებულებები სრულადაა შესრულებული. 

Comments
Loading...