“გადაიხადე ონლაინ და 20 ლარი ანგარიშზე დაგიჯდება” – ლიბერთი და Visa ციფრული ბარათის მომხმარებლებისთვის ახალ, ერთობლივ კამპანიას იწყებენ

5

16 მარტიდან, კამპანიის ფარგლებში, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც აიღებს ლიბერთის ციფრულ Visa ბარათს ინტერნეტ ან მობაილ ბანკის საშუალებით და შეასრულებს მინიმუმ 20 ლარიან ტრანზაქციას ნებისმიერ ონლაინ მაღაზიაში, 20 ლარი მომენტალურად დაუბრუნდება ანგარიშზე. 

ლიბერთიმ ციფრული ბარათი თავის მომხმარებელს გასულ წელს შესთავაზა. ონლაინ შოპინგისთვის ყველაზე უსაფრთხო, ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლისთვის დამატებით კომფორტს ქმნის – ის სადებეტო ბარათის ფუნქციებს სრულფასოვნად ასრულებს იმ განსხვავებით, რომ მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური, პლასტიკური ბარათის ტარება და მის ასაღებად ბანკში ვიზიტი საჭირო არ არის. 

ციფრული ბარათის აღება მარტივია და სულ რამდენიმე წამი სჭირდება. გააქტიურების შემდეგ, მისი გამოყენება მყისიერად არის შესაძლებელი. ციფრული ბარათის დამატება შესაძლებელია Apple Pay-შიც, რაც  ონლაინ შოპინგის გარდა, სავაჭრო ობიექტებშიც იძლევა როგორც გადახდის, ისე ლიბერთის ლოიალობის პროგრამა „CashBack“-ით სარგებლობის საშუალებას.  

ციფრული ბარათის მიბმა არსებულ, ან ახალ ანგარიშზეა შესაძლებელი. ბარათი მულტისავალუტო ფუნქციასაც ატარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია იქონიოს როგორც ლარის, ასევე  დოლარის და ევროს ანგარიში. აქციის ფარგლებში, ელექტრონულ კომერციაში 20 ლარის მომენტალურად დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ ციფრული ბარათის  მომხმარებლებისთვის, ლარში განხორციელებული ტრანზაქციისას.  

 „ციფრული ბარათით სარგებლობა ჩვენს მომხმარებელს უკვე რამდენიმე თვეა შეუძლია. დღეს განსაკუთრებით აქტუალურია უსაფრთხო და დისტანციური ბანკინგი და მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ Visa-სთან ერთად, საშუალება მოგვეცა კიდევ უფრო წავახალისოთ ციფრული არხების გამოყენება და გავზარდოთ მომხმარებლის ლოიალობა. რა თქმა უნდა, ამაზე არ ვჩერდებით და მუდმივად ვაკვირდებით მომხმარებლის საჭიროებებს იმისთვის, რომ შევქმნათ მათზე მორგებული სერვისები და პროდუქტები“ – ვაჟა მენაბდე, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი. 

აქციის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე: libertybank.ge 

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 617 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: pr@lb.ge. 

Comments
Loading...