გაგუა: ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 13.8%-ით გაიზარდა და 430.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

43
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ივლისის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემების შეფასებისას განაცხადა.
 
მისივე თქმით, ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა მოახდინა ექსპორტის ზრდამ და ტურიზმიდან მიღებულმა გაზრდილმა შემოსავლებმა.
 
"2018 წლის ივლისში საქონლის ექსპორტის 31 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 13.8 პროცენტით (52.0 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 430.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
 
ჩვენი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ეკონომიკური პოლიტიკა, გვაძლევს შესაძლებლობას, ეკონომიკური ზრდა იყოს მდგრადი და ეს ტენდენცია გაგრძელდეს მომავალ პერიოდშიც," – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.
Comments
Loading...