ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი 2017

303

კვირას, 24 სექტემბერს, 12:00 საათზე, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართება საქართველოში ყველაზე მასშტაბური და საინტერესო ავტორბოლა საქართველოს ჩემპიონატი წრიულ ავტორბოლაში "Bridgestone Black Sea Cup-2017", რომელსაც წარმოგიდგენთ "თეგეტა მოტორსი" და "ბრიჯსთოუნი",  ხოლო გენერალური სპონსორი გახლავთ „მოტული".

წელს "ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის" მეთორმეტე წრიული რბოლა გაიმართება, რომელშიც ავტომობილების 3 სხვადასხვა კლასი მიიღებს მონაწილეობას: ფორმულა ალფა, ლეგენდა ქარს და კომპაქტ კლასი. შეჯიბრი გაიმართება საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის სპორტული რეგულაციის მიხედვით და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ორგანიზებით.

"ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი 2017"-ის საპრიზო ფონდი შეადგენს 12 000 ლარს, რომელიც გადანაწილდება სამივე კლასში, გამარჯვებულ მრბოლელებს შორის. ღონისძიებას დაესწრებიან "თეგეტა მოტორსის" პარტნიორი კომპანიების Bridgestone, Motul და  Bosch-ის წარმომადგენლები იაპონიიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან.

ღონისძიება ტარდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ მხარდაჭერით. რბოლაზე დასწრება თავისუფალია.

ღონისძიების ოფიციალური მედია პარტნიორები: რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, რადიო იმედი, კომერსანტი, მარკეტერი, პალიტრა მედია და ტელე კომპანია TVპირველი.

Comments
Loading...