ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი 2017

274

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართა საქართველოში ყველაზე მასშტაბური და საინტერესო ავტორბოლა საქართველოს ჩემპიონატი წრიულ ავტორბოლაში "Bridgestone Black Sea Cup-2017", რომელიც წარმოადგინა "თეგეტა მოტორსმა" და "ბრიჯსთოუნმა", ხოლო გენერალური სპონსორი გახლდათ "მოტული".

წელს "ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის" მეთორმეტე წრიული რბოლა გაიმართა, რომელშიც ავტომობილების 3-მა სხვადასხვა კლასმა მიიღო მონაწილეობა: ფორმულა ალფა, ლეგენდა ქარს და კომპაქტ კლასი. შეჯიბრი გაიმართა საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის სპორტული რეგულაციის მიხედვით და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ორგანიზებით.

2017 წლის "ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის" რიგით მეთორმეტე  წრიული ავტორბოლის გამარჯვებულები გახდნენ: ფორმულა ალფა – სანდრო თავართქილაძე; ლეგენდა ქარს – შოთა აფხაზავა და კომპაქტ კლასი – ვასილ ჭონიშვილი.

"ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი 2017"-ის საპრიზო ფონდი შეადგენდა 12 000 ლარს, რომელიც გადანაწილდა სამივე კლასში, გამარჯვებულ მრბოლელებს შორის. ღონისძიება ჩატარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის "შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის" მხარდაჭერით.

აღსანიშნავია რომ წლევანდელი "ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი" საკმაოდ დაძაბული და მეტად სანახაობრივი იყო, დიდი მადლობას გადავუხდი ჩვენს პარტნიორებს სტუმრობისთვის და მხარდაჭერისათვის – იაპონურ ბრენდს "ბრიჯსთოუნს", ფრანგულ ბრენდს საავტომობილო ზეთების კუთხით – "მოტულს", "შინაგან საქმეთა სამინისტროს", რომლებიც ამ ღონისძიების უცვლელი მხარდამჭერები და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომს" – განაცხადა "თეგეტა მოტორსის" მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორმა დავით გოგინაშვილმა.

"თეგეტა მოტორსი" უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. "თეგეტა მოტორსი" არის მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Exide, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul  და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.

Comments
Loading...