ბრიუსელის პრეტენზიების მიუხედავად, იტალიამ 2019 წლის საბიუჯეტო პროექტი შეინარჩუნა

34

იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ჯოვანი ტრიამ ევროკომისიაში გაგზავნა 2019 წლის საბიუჯეტო პროექტი, რომელიც ქვეყნის მინისტრთა საბჭომ დაამტკიცა. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას იტალიის შესაბამისი უწყება ავრცელებს.

აღნიშნული საბიუჯეტო პროექტი იტალიის ხელისუფლებამ უცვლელი დატოვა. დოკუმენტში ეკონომიკური ზრდის დეფიციტი კვლავ უცვლელ ნიშნულზე 2,4%-ზე დარჩა, ხოლო მაჩვენებლის ზრდის პროგნოზი 1,5%-ია.

იტალიის ხელისუფლება აპირებს მკაცრად გააკონტროლოს ქვეყნის გასავლები.

“გამუდმებით მოხდება წმინდა ვალის კონტროლი, ჩვენ სისტემატურად გადავამოწმებთ ხოლმე, თუ რამდენად თანხმობაში იქნება იგი მაკროეკონომიკურ სტრუქტურასთან. ქვეყნის ხელისუფლება კვლავ დარწმუნებულია, რომ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით შევძლებთ და მივაღწევთ დასახულ მიზნებს”, – წერს ტრია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოლოდინების მიხედვით, იტალიის ბიუჯეტის დეფიციტს მაჩვენებელი 2019 წელს 2,6%-იან ნიშნულს მიაღწევს, ხოლო მომავალი სამი წლის განმავლობაში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 130%-იან ნიშნულზე შენარჩუნდება. გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა იტალია გააფრთხილა, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა შესაძლოა რეცესია გამოიწვიოს.

ევროკავშირი კი, თავის მხრივ მიიჩნევს, რომ იტალიის საბიუჯეტო დეფიციტმა შესაძლოა მომავალ წელს 2,9%-ს მიაღწიოს.

ტრია გავრცელებულ განცხადებაში აგრეთვე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ევროსაბჭო არ დაამტკიცებს ბიუჯეტის შეთავაზებულ ვერსიას, ქვეყნის ხელისუფლება ოპერატიულად მიიღებს მიმართავს შესაბამისს ზომებს.

Comments
Loading...