ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩერონ ძალადობა

8

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში 5 ივლისს, თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ LGBT+ თემის მიმართ მუქარა და ჟურნალისტებზე თავდასხმა, აზიანებს საქართველოს როგორც ტოლერანტული და სტუმართმოყვარე ქვეყნის რეპუტაციას.

საელჩო ტვიტერის გვერდზე წერს, რომ ისინი თვალყურს ადევნებენ თბილისში მიმდინარე მოვლენებს:

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩერონ ძალადობა და დაიცვან საქართველოს ყველა მოქალაქის ინდივიდუალური უფლებები და თავისუფლებები, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად”, – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

5 ივლისს თბილისში “თბილისი პრაიდის” ორგანიზებით “ღირსების მარში” უნდა გამართულიყო, თუმცა ჰომოფობიურად განწყობილი ასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა, მათ იძალადეს ჟურნალისტებზე, დაარბიეს მოძრაობა “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისები.

პრაიდის ორგანიზატორებმა ამ ეტაპზე “ღირსების მარშის” გაუქმება გადაწყვიტეს.

Comments
Loading...