ბრაზილიაში უამინდობის გამო, გასულ კვირას, მსოფლიოში ყავის ფასები 20%-ით გაიზარდა

2

ბრაზილიაში უამინდობის გამო, გასულ კვირას, მსოფლიოში ყავის ფასები 20%-ით გაიზარდა. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, ყავის ფასები 7 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სამხრეთ ამერიკის ქვეყანა მსოფლიოში ყავის ერთ-ერთი საუკეთესო მომწოდებელია.

გასულ კვირას ძლიერმა ყინვამ დააზიანა ბრაზილიის ყავის მინდვრების დიდი ნაწილი. ამინდის პროგნოზით, ყინვა კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

ყავის ხეები უკიდურესად მგრძნობიარეა ყინვის მიმართ. წინასწარი შეფასებით, ყინვების შედეგად დაზარალდა 150 ათასიდან 200 ათას ჰექტარამდე მიწა, რომელზეც არაბიკის კულტურების მთლიანი ფართობის დაახლოებით 11% იყო განლაგებული.

ყავა არაბიკას ფიუჩერსების ფასები ბირჟაზე კგ-ზე 4,7782 აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ.

Comments
Loading...