ბრაზილიაში ინფლაცია 18-წლიან მაქსიმუმზეა

12

ბრაზილიაში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი 2021 წლის ნოემბერში კიდევ უფრო დაჩქარდა და 18-წლიან პიკს მიაღწია.

როგორც ეკონომისტები განმარტავენ, ქვეყანაში ინფლაციის მთავარი მიზეზები პანდემიის შემდეგ ეკონომიკის გახსნა, მიწოდების ჯაჭვებში პრობლემები და ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა.

გასულ თვეში ფასები 2003 წლის ნოემბრის შემდეგ რეკორდულად, 10,74%-ით გაიზარდა. Trading Economics-ის გამოკითხული ანალიტიკოსები ინფლაციას საშუალოდ 10,88%-ს ელოდნენ.

სატრანსპორტო ხარჯები ბრაზილიაში გასულ თვეში თითქმის 22%-ით გაიზარდა, საწვავის ფასების 52,77%-იანი ზრდის ფონზე. კომუნალური მომსახურება გაძვირდა 15,45%-ით, საკვები და სასმელი – 8,9%-ით, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 8,72%-ით.

Comments
Loading...