ბოსტნეული კულტურების მყნობის ტექნოლოგიებზე ფერმერებს წილკანში ტრენინგი ჩაუტარდათ

479

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, ერთწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო წილკნის ბაზაზე, ფერმერებს, აგარარული მიმართულების სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს კიტრის, საზამთროს, ნესვის და გოგრის მყნობის ტექნოლოგიებზე ტრენინგი ჩაუტარეს, – აღნისნულის შესახებ ინფორმას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სპეციალისტებმა ტრენინგის მონაწილეებს ის საერთაშორისო სტანდარტები და მეთოდები გააცნეს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია მყნობის პროცესში. მონაწილეებმა მყნობის 4 ძირითადი მეთოდი პრაქტიკულ მეცადინეობაზე, ბოსტნული კულტურების მაგალითზე შეისწავლეს.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი რეგულარულად ატარებს უფასო სასწავლო კურსებს ფერმერების, სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის. მონაწილოებისთვის შესავსები სააპლიკაციო ფორმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ოფიციალურ facebook გვერდზე იდება.

Comments
Loading...