ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში პირველად, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 69 დოლარს ქვემოთ ჩამოვიდა

36

ლონდონის სავაჭრო ბირჟაზე, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 68,97 აშშ დოლარამდე დაეცა, რაც ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში მინიმალური მაჩვენებელია. მოგვიანებით კი მაჩვენებელი გაუმჯობესდა და ბარელზე 69,50 აშშ დოლარიან ნიშნულს მიაღწია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრეიდერებზე გავლენა იქონია აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებამ, რომელმაც ოპეკის წევრი ქვეყნებისგან ნავთობის მოპოვების შემცირება მოითხოვა. მისი მოსაზრებით, არსებული ფასები ჯერ კიდევ ძალიან მაღალია.

ექსპერტების მოსაზრებით, ფასებზე დოლარის გამყარებაც ახდენს გავლენას. აშშ დოლარის გაძვირდება იწვევს იმას, რომ ქვეყნები, რომლებიც ამ ვალუტას არ მოიხმარს, ნავთობს გაცილებით ხელსაყრელ ფასად ყიდულობენ.

ოქტომბრის დასაწყისში, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 85 აშშ დოლარიან ნიშნულამდე დაეცა, ვინაიდან აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სანქციების გამო არსებობდა საფრთხე, რომ ბაზარზე ნავთობის დეფიციტი გაჩნდებოდა. თუმცა, ეს მოლოდინი არ გამართლდა, ვინაიდან რუსეთმა და საუდის არაბეთმა გაზარდეს ნავთობის მოპოვების მოცულობა.

Comments
Loading...