ბოდორნაჰესი ექსპლუატაციაში შედის

47

ხვალ, 2 ოქტომბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ახალი ჰიდროელექტროსადგურის, ბოდორნაჰესის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი 11:00 სთ-ზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდორნაში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.

ბოდორნაჰესის დადგმული სიმძლრავე 2.5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება – 15 მლნ.კვტ/სთ. ჰესის მშენებლობისთვის ჯივიპიმ 10 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. 2 ოქტომბერს ბოდორნაჰესი ექსპლუატაციაში გაეშვება და საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში ჩაერთვება.

Comments
Loading...