ბიტკოინის ღირებულება $52 000-ს უახლოვდება

6

CoinDesk-ის მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულება 52 000 აშშ დოლარს უახლოვდება.

6 სექტემბრისთვის კრიპტოვალუტის ფასი 3.83%-ით გაიზარდა და 51 857.92 აშშ დოლარი შეადგინა.

შედეგად, მისმა კაპიტალიზაციამ 975.32 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ბიტკოინის ყველაზე მაღალი ღირებულება მიმდინარე წლის აპრილში იყო. მან მაქსიმალურ ღირებულებას, 64,829.14 აშშ დოლარს მიაღწია.

ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა. ის წარმოიქმნება, ინახება და იხარჯება ელექტრონულად. მას ცენტრალური ბანკი არ აკონტროლებს და მისი შექმნა ნებისმიერი ძლიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება.

Comments
Loading...