ბიტკოინის ღირებულება 40 000 აშშ დოლარს უახლოვდება

4

მსოფლიოში წამყვანი კრიპტოვალუტის – ბიტკოინის ფასი 40 ათას ამერიკულ დოლარს უახლოვდება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ღირებულება 7.2%-ით გაიზარდა, ხოლო ბოლო 7 დღის განმავლობაში 27.3%-ით. შედეგად, მისმა კაპიტალიზაციამ 748,3 მილიარდ დოლარს მიაღწია.

28 ივლისს, 17:25 საათისათვის, ბიტკოინის ღირებულება 39 780.76 აშშ დოლარს შეადგენს.

ბიტკოინის ყველაზე მაღალი ღირებულება მიმდინარე წლის აპრილში იყო. მან მაქსიმალურ ღირებულებას, 64,829.14 აშშ დოლარს მიაღწია.

Comments
Loading...