ბიტკოინის ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმზეა

2

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ღირებულება გასული 24 საათის განმავლობაში 2,7%-ით გაიზარდა.

Coindesk-ის მონაცემებით, კრიპტოვალუტის ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა და 64,453 ათასი აშშ დოლარია.

ყველაზე მაღალი ბიტკოინის ღირებულება მიმდინარე წლის აპრილში იყო. მისმა ფასმა 64,829.14 აშშ დოლარს მიაღწია.

ცნობისთვის, ჩინეთში ბიტკოინის მაინინგი სრულად აიკრძალა.

ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა. ის წარმოიქმნება, ინახება და იხარჯება ელექტრონულად. მას ცენტრალური ბანკი არ აკონტროლებს და მისი შექმნა ნებისმიერი ძლიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება.

Comments
Loading...