ბიტკოინის ღირებულებამ რეკორდულ – 62 700 აშშ დოლარს მიაღწია

8

მსოფლიოს უმსხვილესი ვირტუალური ვალუტის Bitcoin-ის ღირებულებამ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ბიტკოინის ფასმა 62,700 აშშ დოლარს გადააჭარბა.

ბიტკოინის ფასმა ბოლო 24 საათში 4.7%-ით მოიმატა და 60,000 აშშ დოლარიან ნიშნულს პირველად გადააჭარბა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ვირტუალური ვალუტის ღირებულება 60,000 აშშ დოლარს მარტშიც მიუახლოვდა მას შემდეგ, რაც კრიპტოვალუტა სხვადასხვა წამყვანმა საფინანსო ინსტიტუტებმა ანაგრიშსწორების საშუალებად აღიარეს.

ანალიტიკოსები ბიტკოინის ფასის ასეთ ზრდას ილონ მასკის და ჯეკ დორსის მიერ კრიპოტოვალუტის მიმართ ინტერესით ხსნიან. აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის ღირებულება თითქმის გაორმაგდა მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით და მისმა საბაზრო ფასმა კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაციის ანუ 2.1 ტრილიონი აშშ დოლარის თითქმის ნახევარი შეადგინა.

Comments
Loading...