ბიტკოინის საშუალო საბაზრო ღირებულება 3487 აშშ დოლარამდე დაეცა

49

18 დეკემბერს, ბიტკოინის საშუალო საბაზრო ღირებულება 3487 აშშ დოლარამდე დაეცა, ამის შემდეგ კი, მაჩვენებელი უმნიშვნელოდ გაიზარდა.

ამ ეტაპზე, კრიპტოვალუტით ვაჭრობა 3500 აშშ დოლარს შეადგენს, ბიტკოინი მას მერე გაიაფდა, რაც გუშინ საღამოს მისმა კურსმა 3598 აშშ დოლარს მიაღწია.

NewsBTC-ის ანალიტიკოსის მოსაზრებით, უახლოეს პერიოდში ბიტკოინის ღირებულება ვარდნას გააგრძელებს. სპეციალისტს მიაჩნია, რომ კრიპტოვალუტის კურსი შესაძლოა 3400 აშშ დოლარი და 3355 აშშ დოლარი გახდეს.

მონეტა პოზიტიურ ზონაშია. ჯერჯერობით მისი ღირებულება 3305 აშშ დოლარზე მეტია. ბიტკოინს სამომავლო ზრდისთვის 3580 აშშ დოლარისა და 3600 აშშ დოლარის დონის გადალახვა სჭირდება. ამ შემთხვევაში, კრიპტოვალუტის ღირებულებამ შესაძლოა 4000 აშშ დოლარის ნიშნულს მიაღწიოს.

Comments
Loading...