ბიტკოინის მაინერების მოგება დღეში 40 მილიონ დოლარს აღწევს

3

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ღირებულების ზრდის ფონზე, ბიტკოინის მაინერების მოგება დღეში 40 მილიონ დოლარს აღწევს.

Glassnode-ს ცნობით, მაინერების შემოსავალი 275%-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ მაინერებისთვის რეკორდული შემოსავალი (დღეში 60 მილიონი აშშ დოლარი) დაფიქსირდა მიმდინარე წლის აპრილში, როდესაც ბიტკოინი 60 ათას აშშ დოლარზე მეტი ღირდა.

ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა. ის წარმოიქმნება, ინახება და იხარჯება ელექტრონულად. მას ცენტრალური ბანკი არ აკონტროლებს და მისი შექმნა ნებისმიერი ძლიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება.

Comments
Loading...