ბილაინის მომხმარებელს დაფარვასთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაფიქსირება უკვე ონლაინაც შეუძლია

127

მობილურმა ოპერატორმა "ვიონი საქართველო", ბილაინის მხარდაჭერის პლატფორმაზე https://support.beeline.ge, "ხარვეზებისა და რეკომენდაციების" ბლოკის დამატების შესახებ განაცხადა.

შედეგად, მომხმარებელს მარტივად შეუძლია ვებგვერდზე დააფიქსიროს ქსელის ხარვეზი როგორც ტიპის, ისე ტერიტორიის მიხედვით და პირდაპირ მიაწვდინოს ხმა კომპანიის შესაბამის თანამშრომლებს. რეკომენდაციის დაფიქსირების შემდეგ, მომხმარებელი მიიღებს შეტყობინებას ხარვეზის აღმოფხვრის სტატუსთან დაკავშირებით. ბილაინის მიზანია ხარისხის გაუმჯობესებაზე  ზრუნვა ყველგან, სადაც ეს მომხმარებელს სჭირდება.

ბილაინის მხარდაჭერის პლატფორმის მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია დასვას მისთვის საინტერესო კითხვა და უმოკლეს დროში მიიღოს პასუხი პლატფორმაზე გაწევრიანებული ბილაინის სხვა მომხმარებლებისგან. ამასთან, გაწეული დახმარებისთვის, მომხმარებლები იღებენ ქულებს, რომელთა გადაცვლაც შეუძლიათ ვებგვერდზევე, ბილაინის სხვადასხვა  პაკეტსა და მომსახურებაზე. პლატფორმაზე ასევე განთავსებულია ინტერნეტპარამეტრების გაწერისთვის საჭირო მონაცემები და სხვადასხვა მომსახურების გასააქტიურებელი კომბინაციები.

პლატფორმა შეგიძლიათ იხილოთ: https://support.beeline.ge

Comments
Loading...