ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 4.4%-ით გაიზარდა

2

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2021 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 659.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.4 პროცენტით მეტია.

ამასთან, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.0 პროცენტი ქალია, ხოლო 58.0 პროცენტი – კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 40.6 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.6 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.8 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.

დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 623.7 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 4.0 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 2 648.3 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.9 პროცენტით მეტი).

Comments
Loading...