ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1 389.6 ლარია

3

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 389.6 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 214.0 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 1 098,4 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 182.1 ლარით). 

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

მსხვილი ბიზნესი – 1 440.3 ლარი;

საშუალო ბიზნესი – 1 640.4 ლარი;

მცირე ბიზნესი – 1 144.9 ლარი.

2021 წლის II კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 27.4 პროცენტი, 13.1 პროცენტი და 11.0 პროცენტიანი წილებით). თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (8.8 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.0 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (4.6 პროცენტი).

Comments
Loading...