ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობამ II კვარტალში 35.0 მილიარდი ლარი შეადგინა

4

საქსტატის მონაცემებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წლის II კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 56.7 პროცენტით გაიზარდა და 35.0 მილიარდი ლარი შეადგინა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2021 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 13.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 43.4 პროცენტით მეტია.

2021 წლის II კვარტალში მთლიანი ბრუნვის 61.4 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 18.2 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 20.4 პროცენტი – მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 45.9 პროცენტი, საშუალოზე – 27.1 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 27.0 პროცენტი.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2021 წლის II კვარტალში 19.2 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 48.5 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 11.8 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 52.0 პროცენტით მეტი).

Comments
Loading...