ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა III კვარტალში 17,3%-ით გაიზარდა

25

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2018 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17,3 პროცენტით გაიზარდა და 21,8 მილიარდი ლარი შეადგინა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2018 წლის III კვარტალში მისი მოცულობა 10,7 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 5,6 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიდის მაჩვენებელს.

2018 წლის III კვარტალში მთლიანი ბრუნვის 44,3 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 23,6 პროცენტი – საშუალო, ხოლო 32,1 პროცენტი – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში. მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 39,3 პროცენტი, საშუალოზე – 25,9 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 34,8 პროცენტი.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2018 წლის III კვარტალში 14,9 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11,2 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 9,2 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13,3 პროცენტით მეტი).

Comments
Loading...