ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2018 წლის II კვარტალში 19,7%-ით გაიზარდა

77

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2018 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19,7 პროცენტით გაიზარდა და 19,9 მილიარდი ლარი შეადგინა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2018 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 10,0 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 12,7 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიდის მაჩვენებელს.

2018 წლის II კვარტალში მთლიანი ბრუნვის 43,6 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 23,7 პროცენტი – საშუალო, ხოლო 32,8 პროცენტი – მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 41,2 პროცენტი, საშუალოზე – 25,2 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 33,6 პროცენტი.

Comments
Loading...