ბიზნესომბუდსმენი: ახალ-ახალი მაკონტროლებლები გზაშია და ნელ-ნელა წამოგვეწევა

294

ბიზნესომბუდსმენმა უალკოჰოლო სასმელების სავალდებულო მარკირებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე მამუკა ბახტაძეს მიმართა. როგორც ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ზურა ძნელაშვილი "ტვ პირველის" გადაცემა "ანალიტიკაში" აღნიშნავს, ბიზნესისთვის ახალი მაკონტროლებლები დიდ გამოწვევას წარმოადგენს.

"რა თქმა უნდა, საკითხებს ვერ ამოვწურავთ, არსებობს კიდევ გამოწვევები, ახალ-ახალი მაკონტროლებლები, რაც ყველაზე დიდი ტკივილია ჩვენთვის.

მაკონტროლებლები საზღვარგარეთაც არის, ევროპაშიც არის, მაგრამ მათ შორის კომპეტენციები გამიჯნული უნდა იყოს და მათი კომპეტენციები განუსაზღვრელი არ უნდა იყოს. არავინ დაობს, რომ შრომის უსაფრთხოებას კონტროლი სჭირდება, მაგრამ შრომის უფლებებზე რომ სახელმწიფომ და ადმინისტრაციულმა ორგანოებმა იზრუნონ, ეგ ჩვენთვის მიუღებელია. არის ახალ-ახალი მაკონტროლებლები, ისინი გზაში არიან და ნელ-ნელა წამოგვეწევიან", – აღნიშნავს ძნელაშვილი.

Comments
Loading...