ბიზნესმენთა ფედერაცია და გადასახადის გადამხდელთა კავშირი გაერთიანდა

497

საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირის ინფორმაციით, დღეს, 16 დეკემბერს, სასტუმრო ,,რედისონში“ ბიზნესმენთა ფედერაციას ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე ბიზნესმენთა ფედერაცია და გადასახადის გადამხდელთა კავშირი გაერთიანდნენ და დღეიდან ორივე ორგანიზაცია ,,საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირის” სახელით განაგრძობს ფუნქციონირებას. თუმცა, ორგანიზაცია ბიზნესმენთა ფედერაციის სამართალმემკვიდრედ რჩება. კავშირში 60 წევრია გაერთიანებული.

როგორც საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი აღნიშნავს, საქართველოს გადამხდელთა კავშირის ხელმძღვანელობა ასე ჩამოყალიბდა: პრეზიდენტი სანდრო რატიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი გიგა მიქაუტაძე, აღმასრულებელი დირექტორი თამაზ კაპანაძე,

ყრილობაზე დამსწრე ბიზნესმენებმა ვანო ჩხარტიშვილს კიდევ ერთხელ მიმართეს და მოუწოდეს, დაუბრუნოს ორგანიზაციას კუთვნილი შენობა, რომელსაც იგი რვა წლის წინ გარკვეული პირობებით დაესაკუთრა, თუმცა ვალდებულებები ამ დრომდე არ შეუსრულებია.

Comments
Loading...