ბიზნესის დინამიურობის ინდიკატორში საქართველოს სარეიტინგო ქულა გაუმჯობესდა

31

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასებით, ბიზნესის დინამიურობის ინდიკატორში, ასევე მნიშვნელოვნად 4.3 პუნქტით გაუმჯობესდა საქართველოს სარეიტინგო ქულა და 62.1 ქულით 53-ე პოზიციაზეა. რეიტინგი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ინდიკატორი მოიცავს 2 მიმართულებას და ორივე მიმართულებით გაუმჯობესდა ქვეყნის მდგომარეობა. აღნიშნული მიმართულებებია ადმინისტრაციული მოთხოვნები და სამეწარმეო კულტურა. ადმინისტრაციული მოთხოვნების მიმართულებით საქართველოს შეფასება მნიშვნელოვნად, 7 პუნქტით გაუმჯობესდა და 77.1 ქულით 46-ე პოზიციაზეა.

აღნიშნული მიმართულება, თავის მხრივ, მოიცავს ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო დანახარჯებს და დროს, აღნიშნულ კომპონენტებში საქართველოს უმაღლესი შეფასებები აქვს, შესაბამისად 98.8 და 98.5 ქულა. ასევე, განსაკუთრებულად 31.3 პუნქტით გაუმჯობესდა გადახდისუუნარობის მარეგულირებელი ნორმა და 68.8 ქულით საქართველო 46-ე პოზიციაზეა. სამეწარმეო კულტურის მიმართულებით ქვეყნის ქულა 1.6 პუნქტით გაუმჯობესდა და 47 ქულას გაუტოლდა. აღნიშნული მიმართულება 4 კომპონენტს მოიცავს და ქვეყნის შეფასება ოთხივე კომპონენტში გაუმჯობესდა, კერძოდ დამოკიდებულება სამეწარმეო რისკის მიმართ, უფლებამოსილების დელეგირებისთვის მზადყოფნა, ინოვაციური კომპანიების ზრდა და კომპანიების სარისკო იდეები.

Comments
Loading...