ბიზნესდაჯილდოება 2022 დაიწყო

7

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი ბიზნესდაჯილდოება წელს უკვე მეშვიდედ იმართება. პროექტის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, მათ შესახებ ცნობადობის გარზრდა და ბიზნეს სოციუმის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. დაჯილდოებაში 7 წლის განმავლობაში 3000-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

წელს ბიზნესდაჯილდოება წარმოდგენილია შემდეგი ნომინაციებით: 

  • საუკეთესო პროდუქტი 
  • საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი 
  • გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
  • გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში

ტრადიციულად წელსაც სიახლეა დაჯილდოების ნომინაციებს შორის, არსებულ ნომინაციებს დაემატა ერთი ახალი : 

  • გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება 

ასევე, წელს ბიზნესდაჯილდოების მონაწილეებს 2 სპეციალური ჯილდოს მოგების შესაძლებლობა ექნებათ – გენდერული თანასწორობისთვის და მწვანე ინიციატივებისთვის.

ნაწილობრივ იცვლება გამარჯვებულების გამოვლენის წესიც. წელს პირველად, გამარჯვებულების შეფასების პროცესში  მომხმარებლებიც ჩაერთვებიან,  კერძოდ, ისინი 2 ნომინაციაში – საუკეთესო პროდუქტი და გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება, საუკეთესო ბიზნესების გამოვლენაში მიიღებენ მონაწილეობას. 

პროექტის პარტნიორები წელსაც არიან VISA (მთავარი სპონსორი), ფონდი EFSE და „აწარმოე საქართველოში“.  UN Women-მა წელს პირველად დააწესა სპეციალური ჯილდო, გენდერული თანასწორობისთვის, ხოლო GCPF-მა (Global climate partnership fund) – მწვანე ინიციატივებისთვის. კიდევ ერთი პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილე ბიზნესების მომხმარებლების კვლევას, არის კვლევით ი კომპანია ANOVA. 

გამარჯვებულების გამოვლენაზე ჟიური იმუშავებს, დაჯილდოების ფინალური ღონისძიება დეკემბერში გაიმართება. 

დაინტერესებულ პირებს უკვე შეუძლიათ განაცხადის შევსება შემდეგ ლინკზე: https://www.businessaward.ge/

Comments
Loading...