ბელარუსმა რუსეთისგან 600 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ტრანშის გამოყოფა ითხოვა

53

ბელარუსმა რუსეთს, 2019 წლის ფინანსური ვალდებულებების რეფინანსირებისთვის 600 მილონი აშშ დოლარის მოცულობის კრედიტი სთხოვა. ამის შესახებ განცხადება ბელარუსის ფინანსთა მინისტრმა მაქსიმ ერმოლოვიჩმა გააკეთა.

მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებას ჯერ არ გადაუწყვეტია, გასცემს თუ არა აღნიშნულ კრედიტს.

მინისტრის თქმით, საკრედიტო შეთანხმებისთვის საჭირო დოკუმენტი უკვე მზადაა.

“ახლა საჭიროა მხოლოდ საბოლოოს გადაწყვტილება, რომელიც რუსეთის ხელისუფლების დონეზე უნდა იქნას მიღებული”, – აღნიშნავს მინისტრი.

ერმოლოვიჩმა აგრეთვე განაცხადა, რომ ქვეყანა, 2019 წლის პირველ კვარტალში ელოდება ევრაზიის სტაბილიზაციისა და განვითარების ფონდისგან გამოყოფილი კრედიტის მეშვიდე ტრანშს, რომლის მოცულობაც 200 მილიონი აშშ დოლარია.

იმის შესახებ, რომ ბელარუსი და რუსეთი 2019 წლისთვის კრედიტის გამოყოფის შესახებ შეთანხმდნენ, ერმოლოვიჩმა გასული წლის ნოემბერში განაცხადა. 2018 წლის მაისის შუა პერიოდში, ბელარუსის ფინანსურმა ვალდებულებამ რუსეთის წინაშე 6,3 მილიარდი აშშ დოლარი და 60 მილიარდი რუსული რუბლი შეადგინა. იანვარ-აგვისტოში ბელარუსს რუსეთის ხელისუფლებამ და რუსულმა ბანკებმა 613,9 მილონი აშშ დოლარის მოცულობის კრედიტი გამოუყო, საიდანაც ქვეყანას ამ ეტაპზე 281,8 აშშ დოლარი აქვს დაფარული.

Comments
Loading...