ბელარუსმა პოლონეთის მიმართულებით ნავთობის გადაზიდვა შეაჩერა

4

“დრუჟბას” ნავთობსადენის ბელარუსულმა ოპერატორმა, Gomeltransneft-მა პოლონეთის მიმართულებით ნავთობის გადაზიდვა სამი დღით შეაჩერა. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს.

გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი ნავთობსადენის “არაგეგმური შეკეთებაა”, რომელიც შეიძლება სამ დღემდე გაგრძელდეს.

მანამდე ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მუქარა გამოთქვა, რომ იამალი-ევროპის გაზსადენს გადაკეტავდა, თუ ევროკავშირი მინსკის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებდა.

“დრუჟბას” ნავთობის მაგისტრალური მილსადენი სამარას რეგიონში იწყება, ბრაიანსკში გაედინება და გადის ბელარუსის, უკრაინის, პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, გერმანიის, უნგრეთის, ლატვიისა და ლიტვის ტერიტორიებზე გადის.

1964 წელს გაშვებული “დრუჟბა” მსოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობსადენის სისტემაა. იგი 8900 კმ-იან მილსადენს მოიცავს.

Comments
Loading...