ბეზოსსა და მასკს ქველმოქმედებაში ქონების 1%-ზე ნაკლები აქვთ დახარჯული

4

ონლაინმაღაზია Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა და კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, რომლებიც ამ დროისთვის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანების ჩამონათვალში პირველ და მეორე ადგილებს ინაწილებენ, ქველმოქმედებას საკუთარი ქონების 1%-ზე ნაკლები შესწირეს. შესაბამისი განახლებული რეიტინგი Forbes-მა გამოაქვეყნა.

Amazon-ის დამფუძნებელი ამ დროისთვის 191.7 მილიარდ აშშ დოლარს ფლობს, ილონ მასკი კი – 202.1 მილიარდს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სპეციალისტებს დაანგარიშებისას არ გაუთვალისწინებიათ კერძო ფონდები, ასევე საქველმოქმედო ორგანიზაციებში გადარიცხული თანხები.

აღნიშნულ სიაში ყველაზე გულუხვ ქველმოქმედებს შორის მოხვდა უორენ ბაფეტი. მან ქველმოქმედებაში საკუთარი ქონების 20%-ზე მეტი დახარჯა. როგორც ცნობილია, მან ქველმოქმედებისთვის საერთო ჯამში დაახლოებით 44 მილიარდი აშშ დოლარი გაიღო.

Comments
Loading...